დიდი დმანისის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა დედისა და ქალთა დღეებს შემოქმედებითი ღონისძიება მიუძღვნეს
15-03-2024

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლების მიზნით, არაერთი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება იმართება.

ამჯერად, სკოლის მე-3 კლასში, შემოქმედებითი და საინტერესო ღონისძიება გაზაფხულის პირველ დღესასწაულებს - დედის და ქალთა დღეებს მიეძღვნა.

მე-3 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის - მარინა ოგნაძის ხელმძღვანელობით, ღონისძიებაზე იმღერეს, იცეკვეს, ლექსები ემოციურად წაიკითხეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

აქტივობებში ბავშვები დიდი ენთუზიაზმითა და ინტერესით მონაწილეობდნენ. მათმა შემოქმედებითობამ იქ მყოფი თითოეული ადამიანი დადებითი ემოციებით დამუხტა.

ეს დღე ძალიან ემოციური და დაუვიწყარი იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203