გომაროს საჯარო სკოლის მოსწავლეთა დედისა და ქალთა დღებისადმი მიძღვნილი ლამაზი ღონისძიება
15-03-2024

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალმხრივი განვითარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო, მრავალფეროვან ღონისძიებებს სთავაზობენ.

​ამჯერად, სკოლაში, მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით ღონისძიება დედისა და ქალთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთნენ და შემოქმედებითი უნარებით დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

ეს დღე ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

„დედის უანგარო სიყვარულმა მოსწავლეებს მისცა სტიმული და შესაძლებლობა, რომ დღე ნაყოფიერად გაეტარებინათ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ღონისძიებაზე ასევე გაჟღერდა ვაჟა ხორნაულის სიტყვები დედაზე: „შვილი დაინახა და წელში გაიშალა როგორც ყვავილი წვიმიდან გამოსული“, რამაც ეს ღონისძიება კიდევ უფრო ემოციური გახადა.

მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203