
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა. სწორედ ამიტომ, სკოლაში მათი აქტიური ჩართულობით საინტერესო ღონისძიებები იმართება.
ამჯერად, სკოლაში, გაზაფხულის პირველი დღესასწაული - 3 მარტი განსაკუთრებულად აღინიშნა. ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში 1-ელი კლასის მოსწავლები დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ. მათ თემატური ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
მათ საყვარელი დედიკოები ლამაზი, სიყვარულის გამომხატველი სიტყვებით დაახასიათეს და ეს დღე მიულოცეს.
ღონისძიებას ხათუნა ოქრიაშვილი ხელმძღვანელობდა.
„მე და ჩემი პატარები გილოცავთ დედის დღეს. გვიყვარხართ“, - ამბობს პედაგოგი და მოსწავლეთა შემოქმედებითობით ამაყობს.
მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.
იხილეთ ვიდეო ბმულზე