
საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა ცოდნის, ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-წახალისებას ემსახურება.
ამჯერად, სკოლაში, დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა, სადაც ბავშვებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
მოსწავლეებმა, ასევე აღნიშნულ დღეს დედები სიყვარულისა და პატივისცემის გამომხატველი სიტყვებით დაახასიათეს, მათი ამაგი აღნიშნეს და ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს.
ამ დღეს მათ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ადამიანების ცხოვრებაში დედის როლსა და ამაგს.
ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. ეს დღე თითოეულ მათგანს დიდხანს ემახსოვრება.
აღსანიშნავია, რომ გიმნაზიაში მოსწავლეებს გარდა საგნობრივი დისციპლინებისა სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატვას ასწავლიან.
იხილეთ ფოტოები: