„ზამთრის კურორტები“ - საინტერესო ღია გაკვეთილი ახალქალაქის N2 საჯარო სკოლაში
15-03-2024

ახალქალაქის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა დიდ ინტერესს იწვევს. 

ამჯერად, ქართულის, როგორც მეორე ენის უფროსმა მასწავლებელმა, მარია ყავრელიშვილმა მე-7 კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე - „ზამთრის კურორტები“.

მოსწავლეებმა, საქართველოს ზამთრის კურორტებზე წარადგინეს პრეზენტაციები ელექტრონული ფორმით და ასევე, კოტეჯის, სასტუმროს, რესტორნის, საბაგირო გზის და კურორტის მახლობლად არსებული ბუნების მაკეტები დაამზადეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეთა ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. 

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს სკოლის დირექტორი ანაიდ აბგარიანი, ქართულის, როგორც მეორე ენის კათედრის წევრები და სკოლის სხვა პედაგოგები ესწრებოდნენ.

„მოსწავლეებმა დავალებას თავი კარგად გაართვეს და დამსწრე სტუმრების მოწონება დაიმსახურეს“, - გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203