ვალის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები დედის დღის დაარსების ისტორიას გაეცნენ
15-03-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N4 საჯარო სკოლაში, სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო და შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებებითა თუ აქტივობებით. 

მათ შორის აღსანიშნავია, დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც საინტერესოდ წარიმართა.

სკოლაში აღნიშნეს, რომ დედის დღეს ყველა ქვეყანაში თავისი ისტორია და ტრადიციები გააჩნია, თუმცა საერთო არის ის, რომ დედას ყველგან პატივს სცემენ და ულოცავენ ამ დღეს - ლექსებით, მისალოცი ბარათებით და საჩუქრებით.

ამჯერად, IX კლასის მოსწავლეებმა დედებს ამაღელვებლი აქტივობა მიუძღვნეს, რომლის ორგანიზატორი კლასის ხელმძღვანელი ირმა ჯანაშვილი იყო.

მოსწავლეებმა დედები თბილი, სიყვარულით სავსე სიტყვებით დაახასიათეს, მიართვეს გაზაფხულის მახარობელი ყვავილები და ყოველივე საუკეთესო უსურვეს. 

მასწავლებელმა მოსწავლეებს ამ დღის შექმნის ისტორიაც გააცნო და საკითხის შესახებ მათი ცოდნა აამაღლა. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას სკოლის დირექტორიც ესწრებოდა. მან მადლობა გადაუხადა ორგანიზატორ მასწავლებელს, მოსწავლეებს კი უსურვა, რომ ყოველთვის ჰქონდეთ მადლიერებისა და პატივისცემის გრძნობა დედებისა და ქალბატონების მიმართ.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203