ზეინდარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქეს 
15-03-2024

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განწყობასა და მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ, ამის დასტურია მრავალფეროვანი საგაზაფხულო ღონისძიება, რომელშიც მეოთხეკლასელები აქტიურად მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეებმა, ხელმძღვანელ მაგდა ცირეკიძესთან ერთად, მრავალფეროვანი წარმოდგენა დადგეს, დედისა და ქალთა დღეები იზეიმეს და საყვარელ ქალბატონებს დღესასწაული საუკეთესო სურვილებით მიულოცეს.

ღონისძიების ბოლოს, ემოციური სოტყვებით მიულოცეს ეს დღე ერთმანეთს, დედისა და ქალის როლზე ისაუბრეს და აღნიშნეს, ამ დღესასწაულების მნიშვნელობა.

„კიდევ ერთი, ლამაზი დღე, ვაჩუქეთ ერთმანეთს! გილოცავთ ქალბატონებო და დედებო კიდევ ერთხელ, გაზაფხულივით ლამაზ, სურნელოვან და ფერად ცხოვრებას გისურვებთ, მუდამ გემზიანოთ თქვენი შვილების წარმატებით, ყოველ დღე გეზეიმოთ დედაშვილური სასწაულის ბედნიერება! დედობა - ეს ხომ ხილული სასწაულია, დედა, მარტო დედა არაა! ყველაფერია, რაც ამ ქვეყანასთან გვაკავშირებს, რასაც სიცოცხლე ჰქვია, რასაც სული უდგას და მზე უცქერის! მადლობა, ჩემს პატარებს და მათ მშობლებს, სიმამაცეა შვილის გაჩენა, მაგრამ დედობა ნიშნავს გმირობას, შვილების აღზრდა - ყველაზე დიდი გამბედაობაა...“, - აღნიშნულმა სიტყვებმა მეტად ემოციური და დასამახსოვრებელი გახადა ღონისძიება. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203