გურიანთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, ინტელექტუალური თამაში გაიმართა
15-03-2024
თეიმურაზ ჭიტაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, გაიმართა სასკოლო ინტელექტუალური თამაში.
თამაშში მე-7-მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებიც გუნდებად გადანაწილდნენ.
თამაში საინტერესოდ და მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა, გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი.