გურიანთის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა 
15-03-2024

თეიმურაზ ჭიტაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის საჯარო სკოლაში პროექტის - „გენური თერაპია-ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადებების განკურნების შანსი“, პრეზენტაცია გაიმართა. 

პრეზენტაცია, დაავადებების შესახებ ცნობადობის ამაღლებას ისახავდა მიზნად და მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. 

პრეზენტაციაზე, მოსწავლეებმა არაერთი უცნობი ინფორმაცია მოისმინეს, იმსჯელეს აღნიშნული თემის გარშემო, განიხილეს პრევენციის გზები და დაავადებებთან ბრძოლის მეთოდები. 

პროექტის ხელმძღვანელი ბიოლოგიის მასწავლებელი ლია მჟავია გახლავთ, მომხსენებლები კი - მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203