მახუნცეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 1921 წლის 25 თებერვლის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს 
15-03-2024

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

შესაბამისად, სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო შეხვედრა გაიმართა. 

მე-10 კლასის მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებას კიდევ ერთხელ გაახსენეს 1921 წლის ტრაგიკული მოვლენები. აღნიშნეს, რომ 25 თებერვალს თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა და საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა.

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ: „დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება. ხუთკვირიანი ბრძოლისა და გმირული თავგანწირვის მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეებმა, ვერ შეძლეს დამოუკიდებლობის დაცვა. 25 თებერვალს დაწყებულმა საბჭოთა ოკუპაციამ მთელი სამოცდაათი წელი გასტანა“.

მოსწავლეებმა, საინტერესო პრეზენტაციის შემდეგ იმსჯელეს საკითხზე და აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პატრიოტული სულისკვეთება და სამშობლოსათვის თვითმყოფადობის შენარჩუნება. 

დღე ინფორმაციული, ძალიან საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203