ქინძათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
15-03-2024

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათის საჯარო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეებს მათ ინტერესებს მორგებულ სასწავლო პროცესსა და საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ. 

ამჯერად, მესამე კლასის მოსწავლეებმა მათემატიკაში, ქართულ ენასთან ინტეგრირებით იმუშავეს, კომპლექსურ დავალებაზე - „რწყილი და ჭიანჭველა“. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა გამოიყენეს არითმეტიკული მოქმედებები ნატურალურ რიცხვებზე - შეკრება, გამოკლება, გამრავლება და გაყოფა; დაადგინეს სულ რამდენი ნახტომის გაკეთება დასჭირდა რწყილს მეგობრის გადასარჩენად - მდინარიდან ძროხამდე და უკან დაბრუნებისას, ძროხიდან მდინარემდე.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნამუშევარი და იმსჯელეს, თუ როგორ გვეხმარება რიცხვებზე მოქმედებები ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრაში. 

პატარებმა, ხალისით იმუშავეს და შექმნეს მაკეტი, რომელიც აღწერს ჭიანჭველის განვლილ გზას.

სასწავლო პროცესს პედაგოგი ნატალია ბლიაძე ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203