
თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლაში „გაზაფხულის ზეიმი“ გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები ხალისით მონაწილეობდნენ.
მე-2 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის, ფატმან ცაკაშვილის ხელმძღვანელობით, განსაკუთრებულად მიულოცეს დედიკოებს 3 მარტი და ქალბატონებს, ქალთა საერთაშორისო დღე.
პატარებმა, თემატური დეკორაციებით მორთულ სცენაზე მრავალფეროვანი ნომრები წარადგინეს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
„გვირილა-გოგონების“ სინარნარემ, წკრიალა ხმამ და ბიჭების ჯენტლმენურმა გამოსვლებმა დიდი სიამოვნება მიანიჭა მაყურებელს“, - ასე აფასებენ სკოლაში ღონისძიებას, რომელმაც ემოციების გარეშე არავინ დატოვა.
იხილეთ ფოტოები: