
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, იმართება მრავალფეროვანი ღონისძიებები, რაც მოსწავლეთა ცოდნის, შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-წახალისებას ემსახურება.
მათ შორის აღსანიშნავია საზეიმო ღონისძიება „საშობაო ზღაპარი“. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ და მაყურებელს ჯადოსნური განწყობა აჩუქეს.
მოსწავლეთა შემოქმედებით მოხიბლულმა სასკოლო საზოგადოებამ ბავშვები მხურვალე აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.
აღსანიშნავია, რომ ლენჯერის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი, პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტო და ვიდეო: