საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიება ხურვალეთის საჯარო სკოლაში
15-03-2024

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, იმართება მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებები, რაც მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებას ემსახურება. 

4 მარტს, ხურვალეთის საჯარო სკოლაში ჩატარდა ღონისძიება, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის სლავურ ხალხური დღესასწაულის „მასლენიცას“ გაცნობა და ჩვენებური ყველიერის კვირისთვის შედარება. 

მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია, შეადარეს ქართული და სლავური ტრადიცია, მოაწყვეს ნახატების გამოფენა, დაანთეს კოცონი და დაწვეს „მასლენიცას“ საფრთხობელა, რაც სიმბოლურად ნიშნავს ზამთრის გაცილების და გაზაფხულის დადგომას.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა.

 ღონისძიებას რუსული ენის მასწავლებელი ვალენტინა კულბიჩი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203