„ისწავლე სხვისი სიხარული“ - ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ მოსწავლეებმა ქალბატონებს დღე გაულამაზეს 
18-03-2024

ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ პედაგოგები ღირსეულ მოქალაქეებს ზრდიან და საგნობრივი დისციპლინების გარდა მოსწავლეებს კაცთმოყვარეობას, ემპათიას და მზრუნველობას ასწავლიან. 

სკოლა „ორნატის” Vll კლასის მოსწავლეები, ბიოლოგიის მასწავლებლ ნაილი კუპატაძის ხელმძღვანელობით, აგრძელებენ პროექტს - „ისწავლე სხვისი სიხარული“.

პროექტის ფარგლებში, მეშვიდეკლასელებმა უცნობ ქალბატონებს ქუჩასა და სამსახურში მიულოცეს ქალთა საერთაშორისო დღე, ყვავილები მიართვეს და დღე გაულამაზეს. 

„მათ ბავშვური სპეტაკი სიყვარულით მიულოცეს ქალთა საერთაშორისო დღე შრომით დაღლილ ქალბატონებს“,- გვეუბნებიან სკოლაში და პროექტს ხალისით აგრძელებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203