„მწვანე დედამიწელები“ - ქვეშის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო გარემოსდაცვითი პროექტი
15-03-2024

ნოდარ ხადურის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სკოლაში გარემოსდაცვითი პროექტები და აქტივობები ტარდება. 

ამჯერად, სკოლაში, 2023-2024 სასწავლო წელს მიმდინარე პროექტის - „მწვანე დედამიწელები“ დასკვნითი აქტივობები განხორციელდა. მე-5 კლასის მოსწავლეებმა თემატური ბროშურები შექმნეს. საინფორმაციო ფურცლების საშუალებით, საზოგადოებას გარემოს მოფრთხილებისკენ მიუთითეს და  მოუწოდეს - ბაღების დასუფთავებისას არ დაანთონ ცეცხლი და დაწვან ფოთლები. 

პროექტს პედაგოგი ლოლა წიქარიძე ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეები, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ასევე ჩაერთნენ ახალ პროექტში - „დარგე და მოუარე მშვიდობისთვის“. მის ფარგლებში, მათ სკოლის ეზოში, სიმბოლურად დარგეს ყვავილები და ნერგები.

აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203