
ქართულ-ევროპულ სკოლა „ორნატის“ მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებით გაჯერებულ სასწავლო პროცესს და მათ ინტერესებზე მორგებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.
ამჯერად, მე-6 კლასში გაიმართა საინტერესო პრეზენტაცია, სახელწოდებით - „დიდი წიგნები“, რომელსაც პედაგოგი სოფო აბესაძე ხელმძღვანელობდა.
პრეზენტაციაზე, მოსწავლეებმა წარადგინეს „ვეფხისტყაოსანიდან“ შესწავლილი რამდენიმე ქვეთავი, ასევე, მოძიებული ინფორმაციის საშუალებით შექმნეს პოემის ხელნაწერი - იმიტირებული მასალები.
მოსწავლეებმა, ასევე ისაუბრეს პოეტის ბიოგრაფიულ ცნობებზე, აფორიზმებზე და მხატვრულად წაიკითხეს ანდერძის ეპიზოდი.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, გაკვეთილი საინტერესოდ წარიმართა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულნი.
იხილეთ ფოტოები: