ლენჯერის N2 სკოლის სწავლასმოწყურებული პირველკლასელი ანბანს სახალისო და საინტერესო აქტივობებით სწავლობს
18-03-2024

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლაში ერთადერთი პირველკლასელია, რომლის სწავლა-განათლებასა და მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ. პედაგოგი მისი განწყობისა და მოტივაციის ამაღლებას სხვადასხვა აქტივობის მეშვეობით ახერხებს. ანბანსაც სწორედ ასეთი გამორჩეულად საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობების მეშვეობით ასწავლის. 

პირველკლასელი ყოველ ახალ ასო-ბგერას დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით სწავლობს. მისთვის ყოველი გაკვეთილი საინტერესო და დასამახსოვრებელია.

მოსწავლისთვის ასეთივე გამორჩეული და სახალისო იყო ანბანის სწავლის დასაწყისიც. გაკვეთილი მასწავლებელმა მისთვის დღესასწაულად აქცია და არაერთი სახალისო აქტივობა შესთავაზა. პირველკლასელი პირველ ასო-ბგერს ინტერესით, ენთუზიაზმითა და ხალისით გაეცნო.

მოსწავლე ასეთივე შემართებით აგრძელებს წერა-კითვის სწავლას და სულ მალე ანბანის შესწავლასაც საზეიმოდ დააგვირგვინებს

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203