ჩაქვის N2 სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე გეგა მჟავანაძემ თავისუფალ ჭიდაობაში, ღია რესპუბლიკურ ტურნირზე 1-ელი ადგილი დაიკავა
15-03-2024

ჯემალ არძენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N2 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა სპორტულ მიღწევებს ყურადღების მიღმა არ ტოვებს და განსაკუთრებულად ამაყობს.

ამჯერად, სკოლაში მე-3 კლასის მოსწავლის - გეგა მჟავანაძის წარმატებით ხარობენ.

მან, ვასო გაროზაშვილის სახელობის ღია რესპუბლიკურ ტურნირზე, თავისუფალ ჭიდაობაში, 2011-2013 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის, 26 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა. მოსწავლე ამ მიღწევისთვის, ქობულეთის კომპლექსური სასპორტო სკოლის დირექციამ საპრიზო თასით, მედლითა და სიგელით დააჯილდოვა.

სკოლის ადმინისტრაცია გეგა მჟავანაძეს გამარჯვებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203