
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლაში, როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
შემოქმედებითად დატვირთული იყო მე-3 კლასელთა ხელოვნების გაკვეთილი თემაზე - კონტრასტული ფერები.
მოსწავლეებმა თემის შესწავლის შემდეგ ნამუშევრები შექმნეს და ნახატებში კონტრასტული ფერების გამოყენებით „შემოდგომის დღე“ ასახეს.
მოსწავლეები აქტივობაში ხალისით ჩაერთნენ, ლამაზი ნამუშევრები შექმნეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
იხილეთ ფოტოები: