
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხის საჯარო სკოლის თვითმმართველობის წევრები სასწავლო წლის განმავლობაში სხვადასხვა მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით, საინტერესო ღონისძიებებს მართავენ.
მათ შორის აღსანიშნავია, ღონისძიება თემაზე - „ბულინგი სკოლაში და მისი პრევენცია“, რომელიც თვითმმართველობის წევრების ინიციატივით ჩატარდა.
აქტივობაში სკოლის V-IX კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ ღონისძიებაზე განიხილეს ბულინგის ტიპები, ნახეს შესაბამისი ანიმაციები და მოკლემეტრაჟიანი ფილმი. მოსწავლეებმა, ასევე ისაუბრეს ბულინგის აღმოფხვრის გზების მათეულ ვერსიებზე და ჯგუფებში გააკეთეს პოსტერები და პლაკატები, სადაც ბულინიგი დაგმეს.
ბავშვებმა აღნიშნულ დღეს საჭირო ცოდნა და გამოცდილება მიიღეს, რაც მომავალში აუცილებლად გამოადგებათ.
ღონისძიებამ დიდი ინტერესი გამოიწვია მოზარდებში.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეებში მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები: