მერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა დედის დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი ღონისძიება
15-03-2024

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებისა და განწყობის ამაღლების მიზნით, მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.

გამონაკლისი ამჯერადაც არ ყოფილა. სკოლის მე-4 კლასში, მასწავლებელ ხათუნა საღირაშვილის ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით დედის დღისადმი მიძღვნილი ლამაზი ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა იმღერეს, იცეკვეს, თემატური ლექსები წაიკითხეს, შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტეს.

ეს დღე კიდევ უფრო ემოციური მოსწავლეთა სიყვარულითა და სითბოთი აღსავსე სიტყვებმა გახადა, რომლებითაც ისინი საყვარელ დედიკოებს მიეფერნენ. 

ეს დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო როგორც მოსწავლეთა, ასევე დამსწრე საზოგადოებისთვის.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს საგნობრივი დისციპლინების გარდა სითბოსა და სიყვარულის გაზიარებას ასწავლიან.  

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203