„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის“ წარმომადგენლები ნიუ-იორკში საერთაშორისო კონფერენციას დაესწრნენ
18-03-2024

„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა“ მოსწავლეებს ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებას აძლევს და მათ არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს მასშტაბით წარმოჩენაზე ზრუნავს. ახალგაზრდები აქტიურად არიან ჩართულნი საერთაშორისო ღონისძიებებში. 

ახლახან, GAS&GAHS-ი „ქართულ-ამერიკული სკოლისა“ და „ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის“ წარმომადგენლები ნიუ-იორკში, გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციას დაესწრნენ.

ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეები ჩაერთნენ ცოცხალ დიპლომატიურ პროცესში, მონაწილეობდნენ დებატებსა და მოლაპარაკებებში, რეზოლუციების შემუშავებასა და წარდგენაში.

კონფერენციის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები გაეროს დიპლომატებთან, პოლიტიკურ და ბიზნეს წრეების ლიდრებთან, რამაც მოსწავლეებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. 

აღსანიშნავია, რომ კონფერენცია, ასევე, მოიცავდა:

  • გახსნის და დახურვის ოფიციალურ ღონისძიებებს, მათ შორის გაეროს შტაბ-ბინაში;
  • საკომიტეტო მოსმენებს, დებატებს, მოლაპარაკებებს და რეზოლუციების შემუშავების პროცესს;
  • დისკუსიებს მთავარ საერთაშორისო გამოწვევებზე;
  • წვეულებას და ნეთვერქინგს თანატოლებთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციის პარალელურად, სპეციალურად „ქართულ-ამერიკული სკოლისა“ და „ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის“ მოსწავლეებისთვის, პროგრამა ითვალისწინებდა ტურს, რომლის ფარგლებშიც, მათ დაათვალიერეს ნიუ-იორკის ღირსშესანიშნაობები.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203