
ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ რჩება მნიშვნელოვანი დღესასწაულები.
ახლახან, სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა იმუშავეს პროექტზე, რომელიც დედის დღეს მიეძღვნა.
მოსწავლეებმა მშობლებისთვისა და მასწავლებლებისთვის მისალოცი ბარათები დაამზადეს, ასევე შექმნეს კედლის გაზეთი, სადაც, ფერად ფურცლებზე დაწერილი ფრაზებით გამოხატეს დედისადმი სიყვარული.
პედაგოგებს გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებს, ემოციების გაზიარებისა და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენის შესაძლებლობა ჰქონდეთ, შესაბამისად მათ, ამ კუთხით არაერთ საინტერესო აქტივობას სთავაზობენ.
პროექტს ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები - ნინო საური, ხათუნა ღვინიაშვილი, მაია ბაიაძე და ჟანა ქარელი.
იხილეთ ფოტოები: