
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებასა და კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ, წიგნის კითხვის კულტურას ასწავლიან და ლიტერატურის სიყვარულს უნერგავენ, რაც ბავშვების ინტერესებზე აისახება.
შესაბამისად, სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა წიგნის საჯაროდ კითხვის დღე. მოსწავლეები წიგნის ხმამაღლა კითხვის გლობალურ კამპანიას ხალისით შეუერთდნენ.
„წიგნი ის მეგობარია, რომელიც არასდროს გიღალატებს“,- აღნიშნეს პატარა მწიგნობრებმა, შერჩეული წიგნებიდან ნაწყვეტები წაიკითხეს და წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში წვლილი შეიტანეს.
იხილეთ ვიდეოები: