ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურობით გამოირჩევიან და სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში მონაწილეობენ.
12 მარტს, პედაგოგი ნიკოლოზ ონიანი და მისი ოთხი მოსწავლე სამოქალაქო განათლების პროგრამის მხარდაჭერით, მიწვეული იყვნენ გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ქართულ-ამერიკულ აკადემიაში.
ეს ვიზიტი ძალიან ნაყოფიერი და მრავლისმომცველი იყო მოსწავლეებისთვის, ისინი გაეცნენ აკადემიის საქმიანობას, შეხვდნენ წარმომადგენლებს, რომლებმაც შემეცნებითი ექსკურსია მოუწყვეს და აკადემიის ისტორია გააცნეს.
მოსწავლეებმა არაერთი საინტერესო ინფორმაცია მიიღეს და შთაბეჭდილებები, სასკოლო საზოგადოებას გაუზიარეს.
იხილეთ ფოტოები: