
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ.
შეხვედრას, სკოლაში მიწვეული სტუმრები: ფსიქოლოგი ნინო ბალოიანი და სოციალური მუშაკი ნანა კეჩხუაშვილი, ხელმძღვანელობდნენ.
აღსანიშნავია, რომ სტუმრები შეხვდნენ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს, ესაუბრნენ ფსიქოლოგიურ ტრავმებზე, პრევენციაზე, ყურადღება გამახვილდა არაძალადობრივი გარემოს არსებობის მნიშვნელობაზე როგორც სკოლაში, ასევე სოციუმში.
ასევე, გაიმართა დისკუსია, მოსწავლეებმა დასვეს კითხვები, რაზეც სტუმრებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ ეს შეხვედრა ჩატარდა პროექტის - „2008 წლის ომით დაზარალებულების ფსიქოსოციალური და სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი (GCRT) სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ნდობის ფონდის მხარდაჭერით.
სკოლაში განსაკუთრებულ მადლობას უხდიან დირექტორს - ქეთევან ცერცვაძეს მხარდაჭერისთვის.
იხილეთ ფოტოები: