„გაზაფხული და დედა“​ - ლაილაშის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა ლამაზი ღონისძიება
15-03-2024

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა ცოდნის, ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-წახალისებას ემსახურება. 

მათ შორის აღსანიშნავია, დედის დღისადმი მიძღვნილი ლამაზი ღონისძიება - „გაზაფხული და დედა“, რომელშიც დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ბავშვები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ - მათ შორის ბავშვებმა შეასრულეს მუსიკალური ნომრები, წაიკითხეს ლექსები, ცნობილ ადამიანთა გამონათქვამები და დედის როლსა და ამაგს ხოტბა შეასხეს. 

ღონისძიების ბოლოს ბავშვებმა მათივე ხელით დამზადებული თაიგულებით დაასაჩუქრეს ღონისძიების დამსწრე ქალბატონები და მათ დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203