კუხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქეს 
15-03-2024

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კუხის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს.

ამჯერად, სკოლაში, გაზაფხულის პირველ დღესასწაულებს - 3 და 8 მარტს განსაკუთრებულად ემოციური აქტივობები მიეძღვნა. 

როგორც გვიყვებიან, დედისა და ქალთა დღის ენთუზიაზმით აღნიშვნა სკოლაში ტრადიციადაა ქცეული. 

„ამ დღეებს ჩვენი მოსწავლეები ყოველთვის დიდი სიყვარულით ულოცავენ დედებს, ქალბატონებს“, - გვეუბნებიან სკოლაში.

ამჯერადაც არ ყოფილა გამონაკლისი. მოსწავლეებმა საყვარელი დედიკოები თბილი, პატივისცემის გამომხატველი სიტყვებით დაახასიათეს, აღნიშნეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ მათ ცხოვრებაში და გაწეული ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.

ეს დღე თითოეული მოსწავლისთვის ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი იყო. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203