ტანძიის საჯარო სკოლის მოსწავლეთა დედის დღისადმი მიძღვნილი წარმტაცი ღონისძიება 
15-03-2024

საბა დადვანის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიის საჯარო სკოლაში წარმტაცი ღონისძიება გაიმართა, რომლიც გაზაფხულის პირველ და ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ დღესასწაულს - დედის დღეს მიეძღვნა. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, მათ შორის მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს მუსიკალური ნომრები. ბავშვებმა დედის როლსა და ამაგს ხოტბა შეასხეს და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.

მოწაფეებმა დედებსა და მასწავლებლებს სიამაყის საფუძველი კიდევ ერთხელ მისცეს და დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203