
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანების საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა ცოდნის, ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-წახალისებას ემსახურება.
მათ შორის აღსანიშნავია, საზეიმო ღონისძიება, რომელიც დედის დღესა და გაზაფხულის შემობრძანებას მიეძღვნა.
სკოლის მე-5, მე-8, მე-9 კლასელებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ნანი ნიკოლაშვილი-ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, გაზაფხულის პირველი დღესასწაული დიდი სიყვარულით მიულოცეს დედებსა და ბებიებს.
მოსწავლეებმა დედის როლსა და ამაგს ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა და საყვარელ ქალბატონებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს.
იხილეთ ფოტოები: