კუხის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ძვირფასი საჩუქარი დედებს
15-03-2024

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კუხის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. სწორედ ამიტომ, ისინი ბავშვებს საინტერესო, შემოქმედებით აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა გაზაფხულის პირველი დღესასწაულები - 3 და 8 მარტი განსაკუთრებული მონდომებით აღნიშნეს.

ბავშვებმა საყვარელი დედები სიყვარულით აღსავსე სიტყვებით დაახასიათეს, ასევე ლექსები, მისალოცი ბარათები მიუძღვნეს და ასე მიულოცეს მათ გაზაფხულის დღესასწაულები.

აქტივობებში ისინი დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი. 

მოსწავლეთათვის ეს დღე ძალიან საინტერესო, დასამახსოვრებელი და ემოციური აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მოსწავლეებს საგნობრივ დისციპლინებთან ერთად, სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატვას ასწავლიან.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203