„დედის თვალებით ვხედავ სამყაროს“ - მუხრანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ამაღელვებელი ღონისძიება
15-03-2024
ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენისა და განვითარების მიზნით, არაერთი შთამბეჭდავი ღონისძიება ტარდება.

ამჯერად, სკოლის I და III კლასების მოსწავლეებმა, პედაგოგ მარიამ შარიფაშვილის ხელმძღვანელობით, გაზაფხულის დღესასწაულებს ემოციური და დაუვიწყარი ღონისძიება მიუძღვნეს. 

ღონისძიება სახელწოდებით - „დედის თვალებით ვხედავ სამყაროს“ ლამაზი და საინტერესო აქტივობებით იყო დატვირთული, სადაც ბავშვებმა შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრების შემსრულებლები, რომელთა თვალებში სიხარული და ბედნიერება კიაფობდა.

ღონისძიებამ, რომელსაც ლაიტმოტივად შანდორ პეტეფის ლექსი - „აუხდენელი სურვილი“ გასდევდა, სასკოლო საზოგადოებისა და მიწვეული სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203