
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა თამარისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის, განწყობის ამაღლების მიზნით, საინტერესო და შემოქმედებითი სახის აქტივობები იმართება.
ამჯერად, სკოლის მე-2ა კლასში, გაზაფხულის პირველი დღესასწაული - 3 მარტი ემოციური და ლამაზი ღონისძიებით აღინიშნა.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს. ბავშვებმა, ასევე, დედები თბილი, სიყვარულით აღსავსე სიტყვებით დაახასიათეს, რამაც ღონისძიება კიდევ უფრო ემოციური და დაუვიწყარი გახადა.
ღონისძიებას დირექცია და მშობლები ესწრებოდნენ.
დღემ, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სასიამოვნოდ ჩაიარა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები: