გაიცანით, ლენჯერის N2 სკოლის წიგნის მოყვარული მოსწავლეები 
15-03-2024

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები ბავშვებს კითხვის კულტურას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან. 

წიგნების სიყვარულით სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე ლაზარე მერლანი და მე-8 კლასელი ბარბარე შუკვანი გამოირჩევიან. 

„სასიხარულოა, რომ სმარტფონების და კომპიუტერების ეპოქაში არსებობენ ბავშვები, რომლებიც რეგულარულად კითხულობენ წიგნებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეები წიგნებს აქტიურად კითხულობენ, რომელთა შესახებაც შემდგომ საინტერესოდ მსჯელობენ და მოსაზრებას სასკოლო საზოგადოებას დიდი ინტერესით უზიარებენ.

ამჯერად, ბავშვებმა მორიგი წაკითხული ნაწარმოებების შესახებ ვიდეორგოლი ჩაწერეს, სადაც მიღებული შთამეჭდილებებისა და ემოციების შესახებ ისაუბრეს. მათ აღნიშნეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია წიგნების კითხვა.

„წიგნების კითხვა კარგ განწყობაზე მაყენებს და ენერგიით მავსებს“, - აღნიშნავს ვიდეორგოლში ლაზარე მერლანი.

აღსანიშნავია, რომ სკოლის პედაგოგები წიგნის კითხვის პოპულარიზაციაზე აქტიურად ზრუნავენ. 

იხილეთ ვიდეოები:










 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203