ჩაქვის N2 სკოლის მოსწავლე მარიამ დუმბაძე კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებულია 
15-03-2024

ჯემალ არძენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები არაფორმალური განათლების პროექტებში აქტიურად არიან ჩართულნი. მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა. 

სკოლის ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა მარიამ დუმბაძე, რომელიც კალიგრაფიის კონკურსში მონაწილეობდა, სადაც შესაძლებლობები - სუფთად, ლამაზად წერის უნარები გამოავლინა და გაიმარჯვა.

მას ორენოვანი დიპლომი და საჩუქრად წიგნები გადაეცა, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

სასკოლო საზოგადოება მოსწავლის მიღწევით ამაყობს და მას მომავალში წინსვლას უსურვებს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ და ახალისებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203