„როგორ ვიცნობთ მე და დედაჩემი ერთმანეთს?“ - სახალისო კონკურსი დმანისის N2 სკოლაში 
15-03-2024

დმანისის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, სხვადასხვა საინტერესო აქტივობები და ღონისძიებები იმართება.

ამჯერად, სკოლაში, შემოქმედებითად დატვირთული აქტივობა 3 მარტს მიეძღვნა. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, საინტერესო კონკურსი საკონცერტო პროგრამით - „როგორ ვიცნობთ მე და დედაჩემი ერთმანეთს“ ჩატარდა.  

მოსწავლეებმა საყვარელი დედები დახატეს. ნახატებში მკვეთრად იყო გამოხატული ბავშვების შემოქმედებითი უნარები, რამაც მშობლები და სასკოლო საზოგადოება აღაფრთოვანა.

ბავშვებმა ასევე დედები თბილი, სიყვარულით აღსავსე სიტყვებით დაახასიათეს, რამაც ეს დღე კიდევ უფრო ემოციური გახადა.

სასკოლო საზოგადოება ყველა დედას ულოცავს 3 მარტს და ბედნიერებას უსურვებს.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203