კუჭატნის საჯარო სკოლაში დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე იზეიმეს
28-05-2018
კუჭატნის საჯარო სკოლაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე სხვადასხვა აქტივობებით აღინიშნა.

ამ დღის მნიშვნელობასა და ისტორიაზე ყველა კლასის მოსწავლეებთან საუბრები ჩატარდა.
მასწავლებლების, დავით თედეიშვილის და ნატალია ქორთიევის ორგანიზებით მოსწავლეებმა დამოუკიდებლობის დღის თემაზე შექმნილი ნახატების გამოფენა მოაწყვეს; მათ ამავე თემაზე სკოლის ეზოც მოხატეს. 

XI კლასის მოსწავლეებმა გიორგი საიქვაძემ და გიორგი ქორთიევმა მოსწავლეებს პრეზენტაცია „საქართველოს კონსტიტუცია“ წარუდგინეს. 

VI კლასელებმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ ინფორმაციები დამატებით ინტერნეტში მოიძიეს.  

სკოლის დირექციის ცნობით, ღონისძიებებმა მოსწავლეებში სამშობლოს სიყვარულის და პატრიოტიზმის გრძნობების გაღვივებას ხელი შეუწყო.

კუჭატნის სკოლა დამოუკიდებლობის დღეს ყველას ულოცავს!

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203