„ჩვენი ცრემლი გაგინათებთ სამუდამო სასუფევლისკენ მიმავალ გზას“ -  გოჩა ჯიხაიშის საჯარო სკოლა საყვარელი პედაგოგის, გიორგი კორძაძის გარდაცვალებას გლოვობს
15-03-2024
მღვდელი ლუკა ჩომახიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გოჩა ჯიხაიშის საჯარო სკოლა მწუხარებას გამოთქვამს ისტორიის პედაგოგის, გიორგი კორძაძე გარდაცვალების გამო. 

პედაგოგის გარდაცვალა დიდი დანაკლისია, სკოლის პედაგოგთა კოლექტივისთვის და განსაკუთრებით იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც ის ასწავლიდა. სკოლა მწუხარებით ემშვიდობება საყვარელ პედაგოგს და ერთ-ერთი მისი მოსწავლის მიერ დაწერილ გამოსათხოვარ წერილს ავრცელებს, სადაც ნათლად ჩანს ბავშვების უსაზღვრო სიყვარული და მწუხარება. გამოქვეყნებულ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„გამოსათხოვარი საყვარელ დამრიგებელს... 

გოგა მას, არ არსებობს სიტყვები, რომ გადმოსცეს ჩვენი სულის მთელი ტკივილი და მწუხარება. თქვენ, ხომ გამორჩეული, მეგობრული, თბილი ურთიერთობა გქონდათ ჩვენთან. ყოველ შესვენებას ერთად საუბარში ვატარებდით, ყველა წვრილმანს გიზიარებდით, თქვენ იყავით ჩვენი კლასის მფარველი, ყოველთვის გვქონდა თქვენი თანადგომის იმედი, ახლა კი…..

თქვენმა უეცარმა სიკვდილმა ყველა გაგვაოგნა და დაგვამწუხრა, თუმცა, გაგვიგონია, უფალი თავისთან იმას მოუხმობს, ვინც ძალიან უყვარსო და ჩვენც, თქვენი მოსწავლეები თავს ვიიმედებთ, რომ ღმერთი იქ მიგიჩენთ ადგილს, სადაც მართალნი განისვენებენ.
გწამდეთ, თქვენს ხსოვნას წმინდად შევინახავთ ჩვენო საყვარელო გოგა მას!

ჩვენი ცრემლი გაგინათებთ სამუდამო სასუფევლისკენ მიმავალ გზას, ჩვენო ძვირფასო მასწავლებელო!

VII კლასის მოსწავლეების სახელით - ანასტასია ბენიძე!, - აღნიშნულია მიმართვაში.

„ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდი უერთდება გოჩა ჯიხაიშის საჯარო სკოლის მწუხარებას და თანაგრძნობას უცხადებს მის კოლეგებს, მოსწავლეებსა და ოჯახს.

იხილეთ ფოტოები, რომელზეც პედაგოგი სადამრიგებლო კლასთან ერთად არის:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203