მათემატიკა სხვა რაკურსით - თბილისის N106 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ზუსტი მეცნიერების ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს
14-03-2024

თბილისის N106 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა π რიცხვის საერთაშორისო დღე სახალისო ინიციატივით აღნიშნეს და სასკოლო საზოგადოებას მათემატიკა სხვა რაკურსით დაანახეს. 

„დღეს წლის მესამე თვის მე-14 დღეა ციფრების კომბინაცია - 3, 1, 4 რამეს ხომ არ გაგონებთ?“ - მანამ, სანამ მოაზროვნე პირველკლასელები π რიცხვის ისტორიას გაიცნობენ, π რიცხვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ. 

პატარებმა, ბევრი იფიქრეს, თუ რატომ არის საჭირო მათემატიკა, ან რატომ უყვართ ეს საგანი - პასუხების ძიებაში კი, არაერთ საინტერესო ფაქტზე გაამახვილეს ყურადღება. 

მოსწავლეებმა, იპოვეს მიზეზი, რატომ უნდა ისწავლონ მათემატიკა და მას, პედაგოგ ინა მეცხვარიშვილის ხელმძღვანელობით, ვიდეოს სახით გვიზიარებენ. 

იხილეთ ვიდეო: 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203