
თბილისის N106 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მასში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდის მიზნით, არაერთი საინტერესო და შემოქმედებითი სახის აქტივობა იმართება.
ამჯერად, სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი ემოციური ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც მე-2 დ კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ მეგი გუმბერიძის ხელმძღვანელობით ხალისითა და დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა ღონისძიებაზე იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების მიზანი და დანიშნულება იყო თბილი ურთიერთობების ხაზგასმა დედებსა და შვილებს შორის, შემოქმედებითი და სამსახიობო უნარების განვითარება ბავშვებში.
„ჩვენი მიზანი იყო, ბავშვებს ახლობელი ადამიანებისთვის საზეიმო განწყობის შექმნის და მსგავსი საღამოების ჩატარების სურვილი გასჩენოდათ, აგრეთვე მეტად გაღვივებოდათ დედების მიმართ სიყვარულის, მადლიერებისა და პატივისცემის გრძნობა“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: