„დედა უკვდავია“  - დარჩიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კედლის გაზეთი შექმნეს
14-03-2024

თემურ ცეცხლაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეების საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობები და ღონისძიებები იმართება.

ამჯერად, სკოლაში, გაზაფხულის პირველი დღესასწაული - 3 მარტი განსაკუთრებულად აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა თემატური კედლის გაზეთი - „დედა უკვდავია“ შექმნეს. ბავშვებმა ისინი თბილი, სიყვარულით აღსავსე სიტყვებით დაახასიათეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია დედას მათ ცხოვრებაში.

„დედის დღე, გაზაფხულის პირველი დღესასწაულია. ჩვენი ქვეყნის ისტორია ქართველი დედების გმირობის, გამძლეობისა და სათნოების მაგალითია“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლაში დედებს 3 მარტს ულოცავენ და მათ ბედნიერებას უსურვებენ.

„ვულოცავთ ამ ლამაზ დღეს ყველა დედას, ვუსურვებთ დღეგრძელობას, სულგრძელობას, დაუსრულებელ ბედნიერებასა და სიყვარულს. კიდევ მრავალი ღირსეული თაობა აღგეზარდოთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!“, - ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203