თბილისის N161 საჯარო სკოლაში შემეცნებით-საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა
14-03-2024

თბილისის N161 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო შეხვედრა იმართება.

აღსანიშნავია, რომ მემორანდუმის ფარგლებში, აქტიურად გრძელდება შემეცნებით-საინფორმაციო ტიპის შეხვედრები სკოლის მოსწავლეებსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პერსონალს შორის.

ამჯერად, სკოლამ სამართლისა და საერთაშორისო ფაკულტეტის სტუდენტებს უმასპინძლა, რომლებმაც დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს სასწავლო პროგრამების შესახებ სრული ინფორმაცია გააცნეს.

ბავშვებმა საჭირო ინფორმაციები მიიღეს, რაც მომავალში უნივერსიტეტისა და პროფესიის არჩევისას აუცილებლად გამოადგებათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203