ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლემ ესეების კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა
28-05-2018
ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში ესეების კონკურსი ჩატარდა. სკოლის წარმომადგენლის თქმით, კონკურსი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.
კონკურსში ტყიბულის მუნიციპალიტეტის 16 საჯარო სკოლის მე-8-მე-12 კლასის 30 მოსწავლე მონაწილეობდა. კონკურსში პირველი ადგილი N6 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელმა ლამარა მიქაბერიძემ დაიკავა.
მეორე და მესამე ადგილები სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა გადაინაწილეს.
ღონისძიება ტყიბულის მუნიციპალიტეტისა და რესურსცენტრის ხელმძღვანელობით ჩატარდა. წელს საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს