ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
14-03-2024

ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მე-7ვ კლასის მოსწავლეებმა, საინტერესო ინტეგრირებულ პროექტზე იმუშავეს

პროექტის - „გვახსოვდეს ჩვენი კულტურული ძეგლები“, ფარგლებში, მოსწავლეები სამცხე-ჯავახეთის მხარეს გაეცნენ, მისი ისტორია სასკოლო საზოგადოებას გაუზიარეს, მოიძიეს ცნობები ამ მხარეში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ და აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იცნობდნენ ჩვენი ქვეყნისა და თითოეული კუთხის საგანძურს. 

პროექტის ხელმძღვანელები გახლავთ: დიანა ზოიძე - ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა; ნესტან კოჩალიძე - უცხო ენის კათედრა; თამარ სურმანიძე - საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრა და ზურაბ დუმბაძე - ისტ-ის კათედრა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის მიზანია, კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, ფორმალური და არაფორმალური განათლების საშუალებებით მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203