თბილისის N54 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვივნენ
14-03-2024

სოფიკო ჭიაურელის სახელობის თბილისის N54 საჯარო სკოლაში, მოსწავლეებში კულტურული ღირებულებების გაღვივებასა და მათ დაინტერესებას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არტეფაქტებით, დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამ მოტივით, მე-11 კლასის მოსწავლეები, ისტორიის მასწავლებელი მარიამ მამულაშვილი და ინგლისური ენის მასწავლებელი მარინა მელაძე საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, ქრისტიანული ერის ოქროს ფონდის გასაცნობად, ეწვივნენ. 

საინტერესო ვიზიტით, მოსწავლეებმა გაიაზრეს ჩვენი ქვეყნის ფასდაუდებელი მემკვიდრეობა და განაზოგადეს ევროპული და ქართული კულტურის კვეთის საერთო შტრიხები.

მოსწავლეებისთვის, გასვლითი ღონისძიება ძალიან საინტერესო, დასამახსოვრებელი და ინფორმაციული აღმოჩნდა; სკოლაში დაბრუნებულებმა კი შთაბეჭდილებები თანატოლებს გაუზიარეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203