თბილისის N54 საჯარო სკოლაში პრაქტიკული აქტივობებით დატვირთული ფიზიკის გაკვეთილი ჩატარდა
14-03-2024

სოფიკო ჭიაურელის სახელობის თბილისის N54 საჯარო სკოლაში, განსაკუთრებით ზრუნავენ, სასწავლო პროცესი მოსწავლეთა ინტერესებს მოარგონ და მათ არა მარტო შემეცნებითი, არამედ შემოქმედებითი, არამედ პრაქტიკული აქტივობებიც შესთავაზონ.

სკოლაში იაზრებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია STEAM მიმართულებით მოსწავლეების  დაინტერესება და სწორედ ამ მიზნით, მე-7 კლასში ჩატარდა ფიზიკის გაკვეთილი, რომელშიც მოსწავლეები სიამოვნებით ჩაერთნენ. 

ლაბოლატორიაში პრაქტიკული დავალებები მოსწავლეთა ყურადღებას მუდმივად იქცევს და სწორედ ამის დასტურია მოსწავლეების მაღალი ჩართულობა ფიზიკის გაკვეთილში. 

„ნამდვილად დიდი მიღწევაა, რომ ჩვენი მეშვიდეკლასელები დაინტერესდნენ ფიზიკით, ეს საგანი ბუნების კანონზომიერებებსა და იდეალურ წესრიგს გაზიარებთ!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203