
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მერჯევის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრსა და ჩემპიონატში მონდომებით მონაწილეობენ, სადაც წარმატებას აღწევენ.
ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა აკაკი ქემერტელიძე. ის ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა თავისუფალ ჭიდაობაში და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
სკოლაში მოსწავლეს მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„შენი მშობლიური სკოლა ამაყობს შენით! გილოცავთ ყველა გულშემატკივარს“ , - ამბობენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწალეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.
ფოტოს ავტორი: ლისის ჭიდაობის გუნდი