ამბროლაურის N1 საჯარო სკოლაში კინოკლუბი წარმატებულად ფუნქციონირებს
14-03-2024
ამბროლაურის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამის მაგალითია ისიც, რომ სკოლაში აქტიურად ფუნქციონირებს CineDoc-ის სკოლის კინოკლუბი „დუბლი“, რომელსაც დაწყებითი კლასების პედაგოგი ლალი სანთელაძე ხელმძღვანელობს.

კინოკლუბის მიზანია მოსწავლეებში გააღვივოს ინტერესი დოკუმენტური ფილმების მიმართ.

აღსანიშნავია, რომ სკოლის კინოკლუბში აქტიურად იმართება ფილმების ჩვენება, რომლის შემდგომაც ეწყობა დისკუსია და მათი განხილვა, შეფასება, ასევე სხვადასხვა საინტერესო აქტივობები.

„დოკუმენტური ფილმების ჩვენება ხელს უწყობს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების, მსჯელობის, საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის, პრობლემის გამოკვეთის და სხვა უნარების განვითარებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203