„დედა“ - უდიდესი ძალა ქვეყნის“ - ორღულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბაღის აღსაზრდელებთან ერთად მასშტაბური ღონისძიება ჩაატარეს
14-03-2024

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველ დღესასწაულს ფერადი და საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა.

3 მარტისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დედაზე ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს. აღსანიშნავია, რომ მათთან ერთად, ღონისძიებაში მოსწავლეთა მშობლები და ორღულის ბაღის აღსაზრდელებიც იყვნენ ჩართულნი, რამაც ეს დღე კიდევ უფრო გაალამაზა.

ბავშვებმა ამ დღეს, ასევე, საყვარელი დედები თბილი, ლამაზი სიტყვებით დაახასიათეს, რაც ძალიან ემოციური იყო.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს დღე სკოლის ისტორიაში კიდევ ერთ ულამაზეს მოგონებად იქცა.

„დედა“ - უდიდესი ძალა ქვეყნის! ყველას მოგილოცავთ ამ ძვირფას დღესასწაულს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203